რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველ რიგში, დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საიტისთვის. მყავს 1 წლის პატარა, დაბადებიდან აქვს ძალიან სუსტი იმუნიტეტი, თვე არ გავა, რომ სიცხე არ მისცეს, ხან ვირუსიაო, ხან ყელი... რაც დაიბადა, უკვე 4-ჯერ მივეცი ანტიბიოტიკი, 2-ჯერ ინექციის სახით. თქვენ რას მირჩევთ, რით შეიძლება იმუნიტეტის გაძლიერება? წონის პრობლემაც აქვს - 9 კილოა და არის თუ არა ეს ნორმა? დაბადებულია 3.200. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
- იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით სპეციალური პრეპარატების მიღებას ჯობს ზუსტად შეასრულოთ პედიატრის ყველა რეკომენდაცია ბავშვის კვების, სეირნობის, მოვლის თაობაზე. თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, გარკვეულ პრეპარატებსაც დანიშნავს. პედიატრის რეკომენდაციის გარეშე კი ამ ასაკის ბავშვისათვის რაიმეს დანიშვნა არ იქნება გამართლებული. თუ პედიატრის შეფასებით ბავშვი ჯანმრთელია, შეგიძლიათ წონის გამო მშვიდად იყოთ.