რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რექსეტინი და ვაზოსერკი გამომიწერა ექიმმა და რამდენად სწორად არის გამოწერილი-მეთქი, მოგწერეთ. თქვენ მიპასუხეთ, ადეკვატური გადაწყვეტილებაა ექიმის მხრიდანო და დავიწყე მიღება მაგ პრეპარატების. პირველ დღესვე ცუდად გავხდი, ისე ამაფორიაქა და აღმაგზნო, ძალიან ცოტა დამაკლდა, თორემ ალბათ შევიშლებოდი, არ ვაჭარბებ. სასწრაფო გამოვიძახეთ და დიაზეპამი გამიკეთეს და გამთიშეს. იმ ექიმს რომ დავურეკე, ასე მითხრა, გააგრძელეო. როგორ უნდა გავაგრძელო ეგ წამლები, უფრო დიდი სტრესი მივიღე და შიში გამიმძაფრდა. ეხლა დილით ვარჯიში დავიწყე და თავს უკეთ ვგრძნობ გაცილებით, წამლებს საერთოდ არ ვსვამ. შეიძლება მხოლოდ სპორტით სრულიად განკურნება? თანაც საკუთარ თავთან ბრძოლა შემიძლია და თუ მხოლოდ სპორტი არის საკმარისი, მაშინ იქნებ სპორტული რეჟიმის საუკეთესო განრიგი მირჩიოთ? ამ ექიმებს ნახევარზე მეტს დიპლომი ტყუილად უდევთ. გმადლობთ წინასწარ, მართლა ეხმარებით ადამიანებს ბევრ შემთხვევაში.
პასუხი
- ნამდვილად ვერ გავიზიარებთ თქვენს აზრს, რომ მედიკამენტების არაეფექტურობა ექიმთა დაბალი კვალიფიკაციის ბრალია. უბრალოდ ნებისმიერი საშუალების მოქმედება ინდივიდუალურია, შეიძლება მრავალ პაციენტთაგან ერთს დადებითი ეფექტი არ აღენიშნოს და პირიქით, მედიკამენტმა მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ძალიან კარგია, თუ სასურველ შედეგს მიაღწიეთ ვარჯიშის დახმარებით. აქ გარკვეული რეჟიმი თავად უნდა დააწესოთ. შეგიძლიათ ივარჯიშოთ დილით ან საღამოს, ოღონდ აუცილებელია ვარჯიში გაგრელდეს არანაკლებ 30 წუთისა და იყოს რეგულარული.