რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაქვს ოდნავ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, უმნიშვნელოდ, ექიმმა როგორც მითხრა, არის დასაწყისის პერიოდში. მაინტერესებს, ყავა ავნებს თუ არა ფარისებრ ჯირკვალს? სისტემატიურად ვსვამ ყავას, 31 წლის ვარ. მაქვს ამოღებული საკვერცხეები, ოპერაციის შემდეგ მოვიმატე 10 კილო, 55 ვიყავი მანამდე, ეხლა კი 65 ვარ. მაინტერესებს, ეს მომატება ოპერაციის ბრალია თუ ფარისებრი ჯირკვლის? თან მაქვს საშინელი ოფლიანობა, ყველაფერს ვხმარობ ოფლისთვის, ინჯოის დეზედორანტებს, სუნამოს, მაგრამ მაინც მაქვს. ეს რაც ოპერაცია გავიკეთე, მის შემდეგ. ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციის შედეგად მაქვს დარღვეული ფუნქცია. ეხლა უნდა გავიკეთო ფუნქციაზე ანალიზი. კიდევ მაინტერესებს, ნიგვზის უღელი არის თუ არა ეფექტური ფარისებრი ჯირკვლისათვის და ხომ არ მირჩევდით რაიმე მცენარეულს წონაში დასაკლებად?
პასუხი
- ფარისებრი ჯირკვლის ზომის გადიდება არაფერს ნიშნავს, თუ არ იქნება შესწავლილი მისი ფუნქცია. ამისათვის აუცილებელია სისხლში TSH ანუ ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის შემცველობის განსაზღვრა. შესაძლოა ჯირკვლის ზომები ოდნავ მომატებულია, მაგრამ მისი ფუნქცია ნორმალურია. ასეთ შემთხვევებში სიმსუქნეს ფარისებრ ჯირკვალს ვერ დავაბრალებთ. ყავა ზომიერი რაოდენობით უარყოფითად არ მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. შესაძლოა სხვადასხვა საშუალება ეფექტური იყოს, მაგრამ თუ დადგინდება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, აუცილებელი იქნება მედიკამენტური მკურნალობა, სხვა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ როგორც დამხმარე. წონაში მოსაკლებად საჭიროა ფიზიკური ვარჯიში, ფეხით სიარული და დაბალკალორიული (უპიტარესად ბისტნეული) საკვების მიღება.