რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემი შვილი არის 6 წლის. 3 წლის ასაკში ჰქონდა ბაქტერიული მენინგიტი, ისევ განმეორდა 5 წლის ასაკში. გაუკეთდა ტომოგრაფიაც, არაფერი არ აღმოაჩნდა. შეიძლება თუ არა ეს ყოფილიყო იმუნური სისტემის დაქვეითების მიზეზი?
პასუხი
- ალბათ უნდა გეკითხათ, იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების შედეგი. რასაკვირველია, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა მრავალი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგრამ ბაქტერიული მენინგიტის აღმოცენება დაკავშირებულია გარკვეული ბაქტერიების (მენინგოკოკი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია და ა. შ.) ზემოქმედებასთან. ზოგადად კი უნდა მოგახსენოთ, რომ ბაქტერიული მენინგიტი სხვადასხვა ბაქტერიით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაძლოა 3 და 6 წლის ასაკში ბავშვს ჰქონდა სხვადასხვა ბაქტერიით გამოწვეული მენინგიტი.