რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 2 კვირის პატარა, სამშობიაროში გაუკეთეს გენეტიკური ანალიზი ქუსლიდან და მითხრეს, ცოტა მომატებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, ანუ ნორმა 20 ერთეულია და ბავშვს 39 აქვსო. მითხრეს, რომ განმეორებით ჩავუტარო ანალიზი, რადგან შეიძლება ნორმაში იყოს მოყვანილი ჰორმონიო. გთხოვთ მითხრათ, რამდენად საშიში და რამდენად სერიოზულია ეს და საერთოდ ეს დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს?
პასუხი
- გენეტიკური ანალიზი არ გვაძლევს ინფორმაციას სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობის შესახებ. როგორც ჩანს, ბავშვს ჩაუტარდა TSH – ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის შემცველობის კვლევა. თუ განმეორებით ანალიზში ცვლილება აღმოჩნდა, აუცილებელია მკურნალობა ენდოკრინოლოგის მიერ, რათა არ შეფერხდეს ბავშვის ზრდა-განვითარება. მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება. კონკრეტული დაავადების შესახებ ვერაფერს ვიტყვით მხოლოდ აღნიშნული მონაცემით, საჭიროა დამატებითი კვლევები. ნუ დააყოვნებთ განმეორებით კვლევას.