რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რამდენიმე წელია მაწუხებს შეშუპება ქუთუთოების, ამას თან ახლავს სახის, ყელის, შეშუპება, სუნთქვა მიძნელდება. პერიოდულად მცვივა წამწამებიც, თმა საფეთქლებთან. ჩემი დაკვირვებით ეს სიმპტომები ზედმეტი სიცხის ან სიცივის დროს ჩნდება. როდესაც ეს ყველაფერი დამეწყო, ერთ თვალში გამიჩნდა პრეციპიტატები, ვიმკურნალე, მაგრამ კიდევ მაწუხებს პერიოდულად. სისტემატურად ვსვამ ალერფასტს ან ალერტეკს ან სუპრასტინს. ამ დროს თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ საკმარისია, წამალი მივატოვო, ერთ კვირაში ისევ ცუდად ვარ, სუნთქვაც მიძნელდება, თითქოს შიგნით ყელი, მკერდუკანა ჯირკვალი სივდება. არ ვიცი, ეს ალერგიაა, თუ სხვა რამ? ჩიყვის ჰორმონები ნორმაში მაქვს. ვარ 38 წლის, სამი წელია ასე ვარ.
პასუხი
- თქვენი ჩივილები და ანტიალერგიული პრეპარატების ეფექტურობა მართლაც მეტყველებს ალერგიის სასასრგებლოდ, თუმცა ალერგიას ვერ დავუკავშირებთ თმის ცვენას. რადგანაც სიმპტომები ძალიან შემაწუხებელი და ხანგრძლივია, საკონსულტაციოდ უნდა მიმართოთ ალერგოლოგს.