ჩემი ბავშვი არის ორი თვის და ორი კვირის. მიწევს ხ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

16-06-2010

- ჩემი ბავშვი არის ორი თვის და ორი კვირის. მიწევს ხოლმე გასვლა გარეთ და იმის გამო, რომ არ იღებს ხელოვნურ საჭმელს, ვერ გავდივარ. ბუნებრივიც უკვე აღარ ჰყოფნის ანუ ყოველ ნახევარ საათში შია და ფაქტიურად სულ ჩემთან უნდა იყოს. მინდა, რომ გადავიყვანო მთლიანად ხელოვნურზე, ვცადეთ ჰუმანა, ნანი. ვერ ვხვდები, საწოვარა არ მოსწონს და მაგიტომ არ ჭამს თუ თვითონ საკვები არ მოსწონს. მირჩიეთ, რა შეიძლება გავაკეთო, რომ შეჭამოს, როგორ გადავიყვანო? ძალიან მჭირდება.

პასუხი
- უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ სულაც არ არის აუცილებელი სხვა საკვების დამატება. თქვენ შეგიძლიათ გამოიწველოთ თქვენი რძე და შეინახოთ მაცივარში, კვების წინ გაათბოთ როგორც ჩვეულებრივი საკვები. თუ რძის სიმცირეს უჩივით, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის მომყვანი სპეციალური ჩაი ან სამშობიაროებში რეკომენდებული საშუალებები. რაც შეეხება კითხვას ხელოვნურ საკვებზე მთლიანად გადაყვანის შესახებ, ეს ნამდვილად არ არის რეკომენდებული. დედის რძე საუკეთესო საკვებია, მას ვერაფერი შეცვლის. მით უფრო არ არის რეკომენდებული ხელოვნურ კვებაზე გადასვლა ზაფხულის პერიოდში. როგორც ჩანს, ბავშვს საწოვარა და საკვები კი არა, თავად დედის რძის სხვა საკვებით ჩანაცვლების ფაქტი არ მოსწონს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად