ცოტა უხერხული რამ დამემართა და ძალიან მჭირდება თქ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

16-06-2010

- ცოტა უხერხული რამ დამემართა და ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. 32 წლის გოგო ვარ, სასქესო ორგანოზე და მის მიმდებარედ მეჭეჭები გამომივიდა, წვრილი და მოგრძო ფორმის, თავს საშინლად ვგრძნობ, ექიმთან ვერ მივდივარ, მეუხერხულება. იქნებ არის რამე წამალი, რომ მომცილდეს?

პასუხი
- სავარაუდოდ, ეს კონდილომებია, რომელიც ვირუსული ინფექციაა, კერძოდ, პაპილომავირუსი გახლავთ, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით გადაედება. ეს დაავადება აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გართულებები: კონდილომების დაჩირქება, დაწყლულება ან ქსოვილოვანი გადაგვარება. ამასთან, მათი რაოდენობა განუწყვეტლივ იმატებს. ეს ადგილობრივი გართულებებია. მათთან შედარებით გაცილებით უფრო სერიოზულია ზოგადი გართულება - პაპილომავირუსული ინფექცია მკვეთრად აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ადამიანი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სხვა, სავსებით მარტივ ინფექციებსაც კი. ასეთ ეტაპზე მკურნალობა უკვე რთული იქნება. თვითმკურნალობა გამორიცხულია. გირჩევთ, მიმართოთ გინეკოლოგს. არსებობს კონდილომების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი (კრიოდესტრუქცია, თერმოკოაგულაცია, ლაზეროთერაპია). ამასთან ერთად აუცილებელია იმუნიტეტის კორექციისაკენ მიმართული მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც იმუნოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდებათ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად