ვარ 20 წლის. უნივერსიტეტში ვსწავლობ და სწავლა ძალ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

16-06-2010

- ვარ 20 წლის. უნივერსიტეტში ვსწავლობ და სწავლა ძალიან მიჭირს, რადგანაც შინაგანად ცუდად ვარ. დავშორდი შეყვარებულს, რომელთანაც ძალიან სერიოზული ურთიერთობა მქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაკლია ძალიან ის ურთიერთობა და ეს ადამიანიც ძალიან მიყვარს. ყურადღება ვერ გადამაქვს სხვა რამეზე, რადგანაც სახლში ვზივარ, მეგობრებს უმეტესად არ სცალიათ. მე კი ურთიერთობა მჭირდება ძალიან. ჩემს მშობლებთან არ ვცხოვრობ და მათი მონატრება გულს უფრო მიმძიმებს. ვცხოვრობ ჩემს ნათესავებთან, მაგრამ მათთან თავს მარტოსულად ვგრძნობ, რადგანაც ყველა თავისთვისაა და ჩემს როცა პრობლემაზე საუბარს ვიწყებ, თავს მარიდებენ, რადგანაც ამის თავი არა აქვთ. მადა დამეკარგა, რის გამოც ერთხელ თუ მივიღებ საკვებს და მაშინაც ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები. ძილიც მიჭირდა, მაგრამ ახლა პირიქით, ძალიან მჭირდება და ბევრი მძინავს. მაგრამ ყოველი დაძინება კოშმარად მექცა. სულ დედაჩემზე და ჩემს დაზე ვფიქრობ. შორს ცხოვრობენ და დიდი ხნით ვერ ვნახულობ. მათთან მინდა, მჭირდება მათი სითბო და ყოველთვის როცა ვიძინებ, მესიზმრება, როგორ მივდივარ მათთან და ერთად როგორ ვტირივართ. ამას ჩვეულებრივად ვუყურებ, მაგრამ ძილში ვიტანჯები და მერე საშინლად დაძაბული ვიღვიძებ და ძალიან მთრგუნავს, რომ ძილშიც ვერ ვისვენებ. იქნებ მირჩიოთ რამე? ვცდილობ ვიფიქრო, რომ ყველაფერი კარგადაა და გავხალისდე, მაგრამ სულ ვნერვიულობ და მოსვენებას ვკარგავ, ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს.

პასუხი
- თქვენ გჭირდებათ მეგობარი, რომელსაც გულს გადაუშლით და თქვენს სატკივარს გაანდობთ. თქვენ ისეთ ასაკში ბრძანდებით, როდესაც ადამიანი პრობლემას ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს. ძალიან ძნელი გადასატანია საყვარელ ადამიანთან დაშორება, მაგრამ იქნებ თქვენს შორის ურთიერთობა კვლავ აღდგეს, იქნებ ჯობდეს კიდეც ცოტა ხნით დაშორება, ასე ორივე კარგად გააანალიზებთ, თუ რამდენად ძვირფასები ხართ ერთმანეთისთვის. რომც არ შერიგდეთ, გული არ გაიტეხოთ და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, უბრალოდ წერტილი დაუსვით თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდს და ახალი ცხოვრება დაიწყეთ, თქვენ ხომ მხოლოდ 20 წლის ბრძანდებით, ცხოვრებაში აუცილებლად შეგხვდებათ ღირსეული პიროვნება. თავი ხელში აიყვანეთ, მოწესრიგდით (ჩადექით ჩვეულ ფრომაში), ძალიან კარგი იქნება თუ სიახლეს შეიტანთ თქვენს გარეგნობაში (მაგალითად შეიცვლით ვარცხნილბას). დაიწყეთ მეცადინეობა, თქვენ ხომ მალე გამოცდები დაგეწყებათ, დროულად ჩააბარეთ და მერე წადით დედასთან და დასთან. ნურც იმაზე დაგწყდებათ გული, ნათესავებს თქვენითვის დრო რომ არ რჩებათ, ალბათ იმათაც თავისი პრობლემები აქვთ. ჩვენ მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი გულის ტკივილი, თუ სურვილი გექნებათ, მოგვიყევით, რატომ დაშორდით შეყვარებულს. ჩვენ თქვენს შეკითხვას უყურადღებოდ არ დავტოვებთ და რამდენიმე სიტყვით მაინც ყოველთვის გიპასუხებთ.
თუ ატყობთ, რომ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, მაშინ ძალიან კარგი იქნება ნევროლოგთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად