მინდა მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა, რომ ასეთი ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

16-06-2010

- მინდა მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა, რომ ასეთი კარგები ხართ. ძალიან მიყვარხართ. ჩემს კითხვაზე პასუხი დროულად მივიღე, მადლობთ. მეორე კითხვა მაქვს, ცისტიტი შეიძლება ჩაითვალოს ორსულობის ნიშნად? ზუსტად არ ვიცი, მაქვს თუ არა, მაგრამ მოშარდვის დროს წვა და ოდნავ ქავილი მაწუხებს ამ ბოლო დროს. 3 თვის გათხოვილი ვარ. 18 წლის. და კიდევ, თუ რამე პრობლემა არ მაქვს, 3 თვის გათხოვილი ხომ უნდა დავორსულებულიყავი? სექსუალური კავშირი ყოველდღე მაქვს (გარდა ციკლის პერიოდისა).

პასუხი
- ცისტიტი არ წარმოადგენს ორსულობის ნიშანს. უნდა გითხრათ, რომ ახალგათხოვილ ქალებში საკმაოდ ხშირია შარდის ბუშტის ანთების - ცისტიტის შემთხვევები. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, რადგან შეიძლება ორსულადაც იყოთ და ასეთ დროს ყველა პრეპარატის მიღება არ შეიძლება. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც დააზუსტებს დიაგნოზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
ახლა რაც შეეხება მეორე შეკითხვას – თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს. მართალია, ჯერ თქვენ ახალი გათხოვილი ბრძანდებით, მაგრამ რადგან ჩივილები აღგენიშნებათ, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.  

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად