თირკმელებზე გადავიღე ექოსკოპია და მაქვს საკმაოდ ბ... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

14-06-2010

- თირკმელებზე გადავიღე ექოსკოპია და მაქვს საკმაოდ ბევრი კრისტალები. მირჩიეს ასკილის და ჭერმის ჩირის ნახარში. თუ გამისუფთავებს თირკმელებს და რა დოზით და რამდენი ხანი შეიძლება მივიღო? და კიდევ ერთი შეკითხვა - დედა სვამს წნევისათვის ენაპ ჰაშს და თუ შეიძლება მისი შეცვლა ასტა 10-ით? როგორი პრეპარატია ეს, იქნებ მომაწოდოთ მის შესახებ იმფორმაცია?

პასუხი
- ექოსკოპიურად თირკმელში კრისტალების არსებობა არ არის დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობის მონაცემი, თუმცა ზოგჯერ 1-2 მმ ზომის კენჭი არ იძლევა აკუსტიკურ ჩრდილს და შესაძლოა კრისტალებად იქნეს აღქმული. ასეთ დროს ექიმი ორი თვის შემდეგ საკონტროლო კვლევას ატარებს. განმეორებითმა ექოსკოპიამ შესაძლოა კრისტალები აღარ გამოავლინოს ან უკვე კენჭი დააფიქსიროს. ასკილის ნაყენს (და არა ნახარშს) აქვს შარდმდენი თვისებები, მას მართლაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი თირკმელში კრისტალების არსებობისას. რადგანაც თქვენ გვეკითხებით არა მედიკემენტების, არამედ მცენარეული საშუალებების შესახებ, ძნელია კონკრეტული მითითებები მოგცეთ დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
რაც შეეხება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატს, ალბთ გულისხმობთ ამტას 10 – ს და არა ასტა 10-ს. მართალია, ამტას 10 წნევის დამწევი პრეპარატია, მაგრამ ის არ არის ენაპ H-ის შემცვლელი, სულ სხვა ჯგუფის მედიკამენტია. გირჩევთ, არ შეცვალოთ ერთი წამალი მეორით ექიმის ნებართვის გარეშე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად