რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემი პატარა 8 თვისაა. როდესაც უფროსი ძმა სათამაშოს ართმევს, ხანდახან ისე ტირის, ბჟირდება. მერე ამოისუნთქებს ხოლმე და აგრძელებს ტირილს. ამ ჩაბჟირებას ძალიან ინტენსიური ხასიათი არ აქვს, თუმცა ვნერვიულობ, ხომ არაა საჭირო ვიზიტი ნევროპათოლოგთან ან რამეს ხომ არ გვირჩევდით, როგორ მოვიქცე, იქნებ რამე დამამშვიდებლების მიცემაა საჭირო?
პასუხი
- როგორც წესი, ასეთი ჩაბჟირება არ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის დაავადებასთან, ის ისტერიული ხასიათისაა, ვითარდება უარყოფითი ემოციისას, წარმოადგენს ბავშვის მცდელობას, დაიმკვიდროს საკუთარი თავი და დაიცვას საკუთარი ინტერესები. ეცადეთ “მოაწესრიგოთ ურთიერთობა” ბავშვებს შორის, თუმცა პატარამ არ უნდა იგრძნოს, რომ მსგავსი მეთოდით შეძლებს საკუთარი მოთხოვნების შესრულებას. თუ ძალიან ღელავთ ან თუ არსებული სურათიდან გამომდინარე მაინც ეჭვობთ ნევროლოგიური პრობლემის არსებობას, მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს.