იქმებ გამარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ჰომეოპათიურ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

13-06-2010

- იქმებ გამარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ჰომეოპათიური პრეპარატის მიღება ჰომეოპათის დანიშვნის გარეშე? ჩემთვის ცნობილია, რომ აბზინდას შემცველობით ნაყენი კარგია კუჭნაწლავის პრობლემების გამო და მაინტერესებს, თუ კი გამოვიყენებ ნაყენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რამდენად არსებობს რისკი, რომ შესაძლებელია განვითარდეს ტოკსიკოზი? ეგება დამეხმაროთ და მიმასწავლოთ ჰომეოპათი? ასევე, ეგება მირჩიოთ, როგორ მოვიქცე პირიდან უსიამოვნო სუნის შემთხვევაში (ღამის და დილის საათებში)? კვების შემდგომ ჩივილი არ მაქვს.

პასუხი
- ჰომეოპათიური პრეპარატის ჰომეოპათის დანიშნულების გარეშე მიღება დაუშვებელია. სამწუხაროდ, მისამართს ვერ მიგასწავლით.
რაც შეეხება პირიდან უსიამოვნო სუნს, თუ ამასთან ერთად არა გაქვთ ცხვირის, ნუშურა ჯირკვლების ("გლანდები"), ფილტვების დაავადებები, არა ხართ მწეველი, არ გაქვთ გულძმარვა ან ორგანიზმის ზოგადი დაავადებები, გირჩევთ მკაცრად დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენის წესები - სათანადო ჯაგრისით დღეში რამდენჯერმე გაიხეხოთ კბილები, გამოიყენოთ სპეციალური ძაფები კბილთაშუა არეების გასაწმენდად, მიიღოთ მეტი ხილი და ბოსტნეული და ნაკლებად ხორცეული (თუმცა მათი ნორმა აუცილებლად უნდა მიიღოთ!)
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად