დიდი პრობლემა მაქვს და გთხოვთ, დამეხმაროთ. მრცხვე... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

13-06-2010

- დიდი პრობლემა მაქვს და გთხოვთ, დამეხმაროთ. მრცხვენია ძალიან ამის თქმა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე... სასქესო ორგანოზე მეჭეჭები გამიჩნდა და თითქმის სულ მომედო უკანა ტანზეც... თავს საშინლად ვგრძნობ, გაგიჟებამდე ვარ მისული, ექიმთან ვერ მივალ, ვერ გავესინჯები... ძალიან გთხოვთ მირჩიეთ, იქნებ რამე წამალი ან ხალხური საშუალება არსებობს? ძალიან გთხოვთ, მიშველეთ.

პასუხი
- სავარაუდოდ, ეს კონდილომებია, რომელიც ვირუსული ინფექციაა, კერძოდ, პაპილომავირუსი გახლავთ, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით გადაედება. ეს დაავადება აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გართულებები: კონდილომების დაჩირქება, დაწყლულება ან ქსოვილოვანი გადაგვარება. ამასთან, მათი რაოდენობა განუწყვეტლივ იმატებს. ეს ადგილობრივი გართულებებია. მათთან შედარებით გაცილებით უფრო სერიოზულია ზოგადი გართულება - პაპილომავირუსული ინფექცია მკვეთრად აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ადამიანი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სხვა, სავსებით მარტივ ინფექციებსაც კი. ასეთ ეტაპზე მკურნალობა უკვე რთული იქნება. თვითმკურნალობა გამორიცხულია. გირჩევთ, მიმართოთ ვენეროლოგს ან უროლოგს (თუ ქალი ბრძანდებით, მაშინ გინეკოლოგს). არსებობს კონდილომების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი (კრიოდესტრუქცია, თერმოკოაგულაცია, ლაზეროთერაპია). ამასთან ერთად აუცილებელია იმუნიტეტის კორექციისაკენ მიმართული მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც იმუნოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად