ძალიან მეუხერხულება ამ კითხვის დასმა, მაგრამ სხვა... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

13-06-2010

- ძალიან მეუხერხულება ამ კითხვის დასმა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვარ 17 წლის და მაწუხებს ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც ოფლიანობა ჰქვია. ჭარბადაც არა, მაგრამ ვწუხდები. სუნის პრობლემა არ მაქვს და ამაში დეოდორანტები მშველის, მაგრამ ხანდახან სისველე მაწუხებს, რაც, დამეთანხმებით, დამღლელია. ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, კარგ ექიმთან ვიყავი და დარღვევა ვერ აღმომიჩინა, შეიძლება ეს მხოლოდ ასაკობრივი იყოს და გამივლის? ან ხომ არ იცით რამე საშუალება ამ პრობლემის დასაძლევად? არავითარი ჰორმონალური დარღვევა არ მაქვს. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
- ოფლის გამოყოფა ბუნებრივია ფიზიკური აქტიურობისა და გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს. ჭარბი ოფლიანობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენასა და ანტიპერსპირანტების გამოყენებას - ისინი შეიცავენ 15-40%-იან ალუმინ-ქლორიდ-ჰექსაჰიდრატს, რომელიც ახშობს საოფლე ჯირკვლების სადინარს, მათში შემავალი ნივთიერება ტრიკლოზანი კი ანეიტრალებს ოფლის სუნს. მაგრამ ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული - შესაძლოა, საოფლე სადინარების დახშობა და ჯირკვლების ტკივილი გამოიწვიოს.
ჭარბი ოფლიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ნინო ჩარგეიშვილის ინტერვიუ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ, დერმატოლოგ ლია ჭითანავასთან "რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი".
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად