რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 24 წლის, ამ ბოლო დროს ფეხების შეშუპებას ვგრძნობ განსაკუთრებით მარცხენა ფეხზე, გავიკეთე შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი და ასევე გადავიღე თირკმელზე ეკოსკოპია, მაგრამ არანაირი დარღვევა არ მაქვს, რისი ბრალი შეიძლება იყოს? გარდა ამისა, ვიმატებ წონაში ძალიან მალე და თითქმის საჭმელს არ ვჭამ, ფარისებრი ჯირკვალი მაქვს მომატებული და ვსვამ იოდომარინს, მაგრამ წონაში მაინც არ ვიკლებ. რა შეიძლება მჭირდეს?
პასუხი
- ფეხის შეშუპებასთან დაკავშირებით, გირჩევთ, მიმართოთ ანგიოლოგს, რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვენების გაგანიერება ან ლიმფოსტაზი. რაც შეეხება ფარისებრ ჯირკვალს, კი გაქვთ გადიდებული, მაგრამ დიაგნოზის დასასმელად ეს მონაცემი არ არის საკმარისი, თქვენ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს და აუცილებლად გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ( ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) და-თავისუფალი ტრიიოდთირონინი (FT4) ). მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა შესაძლებელი. და ბოლოს, მკურნალობის პარალელურად აუცილებელი იქნება კვების მოწესრიგება და ფიზიკურად გააქტიურება.