ვარ 27-ის, 2 წელია რაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ამ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

13-06-2010

- ვარ 27-ის, 2 წელია რაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ყოველდღე ვჩხუბობთ, იმის გამო, რომ გავხდი ზედმეტად ეჭვიანი და ყველაფერზე შემიძლია ვიჩხუბო. თუ ისე არ გააკეთა, მე როგორც მინდა, საშინელი ისტერიკა მემართება.. ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ ჩემი ასეთი საქციელი მისთვის გამაღიზიანებელი გახდა... ახლა საღამომდე აღარ მნახულობს და აგვიანებს კიდევაც, შეუძლია ჩვენი შეხვედრა რამოდენიმე საათით გადადოს და ამ დროს სადღაც ძმაკაცს გაყვეს. ეს ჩემთვის და ჩემი ნერვებისთვის მიუღებელია. გუშინ ღამე რაღაც გამეღადავა, მე სიმართლე მეგონა და ამის გამო თავი დამანებე–მეთქი და ტელ ზარებსაც არ ვპასუხობდი. დღეს მე დავურეკე, სად ხარ და ვისთან ერთად მეთქი და - რა დაკითხვები მომიწყვეო. უბრალოდ, ვერ ვხვდები უკვე, ვუყვარვარ თუ არა და რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

პასუხი
- თქვენ გიყვართ და უყვარხართ – ეს ბედნიერებაა, რომელიც გაფრთხილებას და სათუთად მოპყრობას საჭიროებს. იცით რამდენი გოგონაა ამ ქვეყანაზე სიყვარულს (ორმხრივ სიყვარულს ვგულისხმობ), რომ ნატრობს? თქვენ კი უკვე გწვევიათ ეს ბედნიერება და უაზრო ეჭვიანობის გამო ნუ შეაქცევთ ზურგს და ხაზს ნუ გადაუსვამთ ამ უმშვენიერეს გრძნობას. თქვენი წერილიდან ჩანს, რომ თავადვე ხვდებით, რომ უაზროდ ჩხუბობთ. სულ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედნიერება თქვენსავე ხელშია. ეს ეჭვიანობა აუცილებლად მობეზრდება თქვენს შეყვარებულს და ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. იმაში გასაბრაზებელი არაფერია, რომ თქვენმა შეყვარებულმა რამდენიმე საათით გადადო თქვენთან შეხვედრა და ძმაკაცს საქმეზე გაჰყვა. ის ხომ დამოუკიდებელი პიროვნებაა და ყველაფერს თქვენ ჭკუაზე ვერ გააკეთებს. სიყვარული ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობასაც გულისხმობს. ასე, რომ დამშვიდდით და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შეყვარებულთან თქვნი შეხვედრა არასდროს დასრულდეს ჩხუბით. თუ გაგაღიზიანებთ მის ქცევაში რაიმე, თავი შეიკავეთ, თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ სევდანარევი ხუმრობით უთხარით საყვედური.
თუ გრძნობთ, რომ გაღზიანებული ხართ, მაშინ ძალიან კარგი იქნება თუ მიმართავთ ნევროლოგს ან ფსიქლოგს. ექიმთან ვიზიტამდე კი შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (მაგალითად, ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი).

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად