მაქვს ჰერპესი გამონაყრით, ძალიან მაწუხებს, რა შეი... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
13-06-2010

- მაქვს ჰერპესი გამონაყრით, ძალიან მაწუხებს, რა შეიძლება გამოვიყენო? ასევე, ყელზე აღმომაჩნდა ენდოცერვიქსისა და ნაბოთის ცისტები, მიომეტრიუმის სტრუქტურა წვრილმარცვლოვანი და ადენომიოზურია ექოსკოპიით. ურთიერთობის დროს საშინლად მტკივა. ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ, ვის მივმართო და სად? რადგანაც ვმკურნალობ და შედეგი არ მაქვს, ძალიან ვნერვიულობ და იქნებ მირჩიოთ რამე?

პასუხი
- რეკომენდებულია ჩაიტაროთ გინეკოლოგის კონსულტაცია და შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ნაცხი ფლორაზე, პაპ-ტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური ანალიზი, კოლპოსკოპიური გამოკვლევა, დადგინდეს საშვილოსნოს ყელის პათოლოგია.
ახლა, რაც შეეხება ჰერპესულ გამონაყარს - ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა, აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად