რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველ რიგში დიდი მადლობა, ჩემს შეკითხვებს უპასუხოდ, რომ არ ტოვებთ. მაქვს ასეთი კითხვა: მკერდის შუაში, მკერდის ღარს რომ ეძახიან, მაგ ადგილიდან არის თუ არა დასაშვები თმების მოცილება ლაზერული ეპილაციით, თუმცა თმა ნაზია და იქნებ გაუფერულება იყოს უფრო მეტად დასაშვები? თუ ეს შესაძლებელია, მირჩიეთ რით გავიუფერულო, ჩვეულებრივი გასაუფერულებელი თმის საღებავით, პერეკისის ტაბლეტებით, თუ რაიმე ნარევი სპეციალურად უნდა დავამზადო? თუ შეიძლება, მასწავლეთ დამზადების წესი.
პასუხი
- თქვენს მიერ დასახელებული ადგილიდან თმების მოშორება ეპილაციით შესაძლებელია. ახლა, რაც შეეხება თმების გაღიავებას - საპნის ქაფში აურიეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი (ე.წ. პერეკისი) ხსნარი და ცოტა ხნით (რამდენიმე წუთი) წაისვით თმებზე, რომლის გაღიავებაც გსურთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.