რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 4 თვის გათხოვილი. ჯერ არა ვარ ფეხმძიმედ, რასაც ჩემი მეუღლე განიცდის. ეხო გადავიღე და ყველაფერი რიგზე მაქვს. მაინტერესებს, თუ შეიძლება დასაფეხმძიმებლად დავლიო უტროჟესტანი. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
- უტროჟესტანის ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება არ შეიძლება. ეს ჰორმონული პრეპარატია, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ინიშნება. გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს. თქვენ კი ჯერ მხოლოდ ოთხი თვის გათხოვილი ბრძანდებით, ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული ჩივილები (მენსტრუალური ციკლის მოშლა, ჭარბი ან სუნიანი გამონადენის არსებობა, ტკივილი და ა.შ) არ გაქვთ, მაშინ გინეკოლოგთან ვიზიტი ჯერჯერობით აუცილებლობას არ წარმოადგენს.