ვარ 24 წლის გოგო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარებ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

12-06-2010

- ვარ 24 წლის გოგო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. მყავს შეყვარებული, დიდი ხანია ვხვდებით ერთმანეთს და გუშინ პირველად დავამყარე მასთან სექსუალური კონტაქტი. ისე მოხდა, რომ სისხლი არ დავღვარე, სულ ცოტა ვარდისფერი სითხე გამოვიდა, ძალიან განვიცდი. არადა, ნამდვილად არავისთან მქონია მანამდე ურთიერთობა. 1 წლის წინ თითი მომიხვდა ღრმად სასქესო ორგანოში და ნუთუ მაშინ დაირღვა აპკის მთლიანობა? ცოტა სისხლი გამოვიდა, მაგრამ მენსტრუაციის ბოლო დღე იყო და ვერ მივხვდი რომელი სისხლი იყო ის. საერთოდ, რამდენად ახლოს მდებარეობს საქალწულე აპკი მცირე სასირცხო ბაგეებიდან? როგორ გავიგო, რა ხდება ჩემს თავს და რა ვუპასუხო დაბნეულ შეყვარებულს? :( ძალიან ცუდად ვარ...

პასუხი
- საქალწულე აპკში (გარდა იშვიათი, პათოლოგიური შემთხვევებისა) არის ერთი ან რამდენიმე ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. არის შემთხვევები, როდესაც ამ ხვრელის სიფართოვის ან თვით აპკის ელასტიურობის გამო პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ მისი მთლიანობა არ ირღვევა. ზოგიერთ გოგონას აპკი პენისის (მამაკაცის სასქესო ორგანოს) სიგანეზეც კი ეწელება. ასეთ შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დაურღვეველი აპკის პირობებში მიმდინარეობდეს და აპკი საბოლოოდ მშობიარობისას დაირღვეს.
ცდებიან მამაკაცები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პირველ სქესობრივ ურთიერთობას აუცილებლად უნდა ახლდეს სისხლი. ზოგიერთ ქალიშვილს, სისხლძარღვთა თავისებური განლაგების გამო, ნახეთქი სუსტი აქვს და სისხლი შეიძლება არც კი წამოუვიდეს.
რაც შეეხება აპკის მდებარეობას, ის არის მცირე სასირცხო ბაგეების ძირში, ანუ რამდენიმე მილიმეტრში.
მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ნანა ხუცაიძის სტატია "ქორწინების პირველი ღამე".
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად