რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან მომეწონა თქვენი საიტი და თქვენი რჩევები, მეც მაქვს კითხვა თუ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი დიდად მადლობელი დავრჩები. ვარ ორსულად და მაინტერესებს, არის თუ არა მისაღები 2 თვის ორსულობის პერიოდში სექსუალური ურთიერთობა და როგორ აისახება ეს ნაყოფზე?
პასუხი
- სასურველია სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება ორსულობის პირველ თვეებში და ბოლო 2 თვე მაინც. ფეხმძიმობისას სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებამ შეიძლება სარისკო სიტუაციაში ჩააგდოს ნაყოფის განვითარება და საფრთხის წინაშე დააყენოს ფეხმძიმობაც. სანამ ორსული გადაწყვეტს სექსუალური ურთიერთობის შენარჩუნებას, ამის შესახებ უნდა დაეკითხოს გინეკოლოგს. ორსულობის პერიოდში სექსი საშიშია: >წარუმატებელი ფეხმძიმობის არსებობის შემთხვევაში. >სისხლდენის ან მოშლის საშიშროების შემთხვევაში. >ნაყოფის შენარჩუნებისთვის მკურნალობის შემთხვევაში. >როდესაც არსებობს მეუღლიდან თქვენი ინფიცირების რისკი (ჰერპესი, ქლამიდია...). >წინა ორსულობისას ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში. >ორსულობა ტყუპზე.