რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 19 წლის ვარ და 6 წელია უკვე ვდაქალობთ მე და ქეთი. უკვე რამდენიმე თვეა გათხოვილია. მანამდეც და ახლაც, სულ ისე ხდება, რომ როცა გაიგებს, რომ ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცა "ზედმეტ" ყურადღებას გამოიჩენს, არ სიამოვნებს და სულ ცდილობს, არ აღიაროს, რომ მოვწონვარ ვინმეს. კონტრარგუმენტებს ეძებს, რომ ახსნას, რატომ მოიქცა ასე და რომ მისი სიმპათიები არაფერ შუაშია. ჩემზე ლამაზი რომ გონია თავი, ეგ ისედაც ვიცი:D მაგრამ იცით რა ვერ გამიგია, მისი რა მიდის თუ ვინმე კარგ ბიჭს მოვეწონები?! თუ ბიჭი არაა კარგი, მაშინ მის სიმპათიებს აღიარებს. მოკლედ, გრძელი კითხვა გამომივიდა და მაპატიეთ, ძალიან მაინტერესებს პროფესიონალის აზრი, მიშველეთ რა...
პასუხი
- თუ არ მოგწონთ ქეთისთან მეგობრობა და ეს ურთიერთობა თქვენ დიკომფორტს გიქმნით, მაშინ რატომ მეგობრობთ მასთან? თქვენ ბრძანებთ, რომ ქეთი არ აღიარებს, რომ ვინმეს მოსწონხართ და გიმტკიცებთ, რომ თქვენდამი სიმპათია არ გამოუხატავთ. საინტერესოა, თუ ცდილობენ თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას ეს ახალგაზრდები, თუ ამ სიმპათიის გამოხატვას ერთჯერადი ხასიათი აქვს? კიდევ, საინტერესოა, ქეთის თუ ჩამოუშორებია თქვენთვის თაყვანისმცემელი ან ხომ არ ჰქონია ამის მცდელობა? ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ _ თუ ქეთის მართლაც არ ახარებს თქვენი ბედნიერება, მაშინ რად გინდათ ასეთ პიროვნებასთან მეგობრობა. მაგრამ არ დაშორდეთ მეგობარს უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო, ადამიანებს ხშირად არ გვიყვარს ისეთი სიმართლის მოსმენა, რაც გულს გვტკენს.