რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 20 წლის. წვერის გაპარსვის შემდეგ, როგორც წესი, მეორე-მესამე დღეს სახეზე მაქვს გამონაყარი. მეუბნებოდნენ, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ეს პრობლემა გაქრებოდა, მაგრამ მაინც მაქვს. აღსანიშნავია, რომ თუ დიდი ხნით არ გავიპარსავ წვერს, მაშინ ფაქტიურად არ მაყრის. რისი ბრალი შეიძლება იყოს? და რას მირჩევდით ამისგან სამკურნალოდ? როგორც მითხრეს, კანის გაღიზიანების ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ სადამდე შეიძლება ეს გაღიზიანება გაგრძელდეს?
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი - ლია ჭითანავა:
- პირველ რიგში უნდა გირჩიოთ, რომ შეარჩიოთ წვერის გასაპარსი ხარისხიანი საშუალება. თქვენი დიაგნოზი, სავარაუდოდ ვულგარული სიკოზია. ეს არის პიოდერმია (იწვევს სატაფილოკოკი), რომლის ტიპიური ლოკალიზაციაა წვერისა და ულვაშის არე. დაგჭირდებათ იმუნიტეტის გაძლიერება, ამისათვის მიიღეთ იმუნალი (20 წვეთი წყალში გახსნილი - 3 ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში), ასევე A და E ვიტამინები, ანტიოქსიკაფსი ცინკით ( დღეში ერთხელ 1 კაფსულა 1 თვის განმავლობაში). გარეგანად, გაიწმინდეთ კანი ქაფურის სპირტით, ან ლევომიცეტინის სპირტით ყოველდღე დღეში ერთხელ, შემდგ გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცნის ან 10%-ანი სინტომიცინის მალამო 2-ჯერ 10 დღე. გარდა ამისა, გამორიცხეთ ალკოჰოლი, შეიმოწმეთ სისხლი შაქრის შემცველობაზე და თუ მოხერხდება, დათესეთ ჩირქი ფლორასა და მგძნობელობაზე. ზემოთაღნიშნულ მკურნალობას რომ მორჩებით, ეფექტის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მალამო დერმაკომბინი (10 დღე 2-ჯერ) ან პიოლიზინი (10 დღე 2-ჯერ). გარდა ამისა, გირჩევთ, წვერის გაპარსვის შემდეგ წაისვათ კურიოზინი გელი ან ლევომიცეტინის სპირტი.