რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მზე როგორც კი გამოანათებს მაისში და ივნისში, დამაყრის პატარა წერტილები კისრის მიდამოებში, ბეჭებზე და კისრის ქვედა ნაწილში, რაც არ უნდა ვიმკურნალო, არ მშველის, სანამ არ შევეჩვევი მზის სხივებს, ისე არ მწყენს მზის სხივები, ჩვეულებრივად ვირუჯები, მაგრამ ეს პირველი დანათება მწყენს. იქნებ მასწავლოთ რაიმე ხალხური ან სხვა საშუალება?
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი - ლია ჭითანავა:
- გირჩევთ, გამოიყენოთ ანტიალერგიული მალამო ფსილო-ბალზამი (ანტიჰისტამინს შეიცავს და ფოტოდერმატიტის დროსაც აქვს ეფექტი) 1-2-ჯერ დღეში 10 დღე. დღისით ქუჩაში გასვლის წინ წაისვით კანზე დღის კრემები- სპფ 20-30 (აქვს ლაროშე, ისის და ა.შ. ფარმებს) და დალიეთ ანტიჰისტამინური საშუალება (კლარიტინი ან ალერფასტი 1 აბი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში).