რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ლოყები მაქვს წითელი, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს სიწითლე? და თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? ამასთან, მაქვს მშრალი სახის კანი და ხშირად მექერცლება.
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი - ლია ჭითანავა:
- სავარაუდოდ, ადგილი აქვს ტელეანგიოექტაზიებს (გამოხატულია ზერელე კაპილარები), რომელიც იძლევა ლოყების სიწითლის სურათს. გირჩევთ დალიოთ ასკორუტინი 1 აბი 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, რომელიმე ანტიჰისტამინური საშუალება (მაგალითად, ალერტეკი 1 აბი ერთჯერ დღეში 10 დღე), კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ დალიეთ აევიტი 1 აბი - 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში. გარეგანი მოხმარებისთვის გირჩვეთ _ ავონის ან ურიაჟის ფირმის საშუალებას - დიროსეალი (კუპეროზისკენ მიდრეკილი კანისთვის), იგი წაისვით კანზე დღეში ერთჯერ 3 კვირის განმავლობაში. კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ გირჩევთ იხმაროთ ტოპიკი ულტრადამატენიანებელი ემულსია.
მაქვს ლოყების სიმხურვალე სიწიტლე უცებ წერტილ წერტილ გამეყინება და უცებ გამიცხელდება სიწიტლის მონაკვეთში ახლოდან კარგად რომ დააკვირდე მემჩნევა წვრილი კაპილარები რა შეიძლება გავაკეტო მედიკამენტებიტ ტუ შეიძლება ვუშველო??