რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მადლობელი ვარ თქვენი, რადგან ყველა ჩემს კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. ხშირად მიჩქარდება გული, ვიყავი კარდიოლოგთან და ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე. მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს, თუმცა მკურნალობა დამინიშნა, ვიმკურნალე და ბოლო ვიზიტის დროს ასე მითხრა, ყველაფერი რიგზეა, ოღონდ გულის აჩქარების მიზეზი სხვა დაავადებებში უნდა ეძებოთო. აჩქარებას ვგულისხმობ არა ყოველთვის, მაგრამ ხანდახან პულსი 140-მდე მიჩქარდება. ენდოკრინოლოგთანაც ვიყავი და ჩავიტარე ყველანაირი გამოკვლევა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა მიზეზი. სათითაოდ ყველა ექიმს ნამდვილად ვერ მოვივლი, იქნებ მირჩიოთ, რამ შეიძლება კიდევ გამოიწვიოს ჩემი მდგომარეობა?
პასუხი
- დეტალურად მოგვწერეთ რას გულისხმობთ “ყველანაირ გამოკვლევაში”. სათითაოდ ექიმების მოვლა არ არის საჭირო. გულის აჩქარების უხშირესი მიზეზებია გულის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ანემია, ნევროზი.