რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდება უფალს, რომ კიდევ არიან ამ ქვექნად თქვენისთანა ღვთისნიერი ადამიანები. მაწუხებს კუჭ-ნაწლავი, შეკრულობა. მას დაერთო ბუასილი. ვიყავი ძალიან კარგ ფიტოთერაპევტთან, დათო ვასაძესთან (გაიხარა მისმა გამზრდელმა დედამ). ორი კურსი ჩავიტარე ანუ დავლიე მისი ბალახეულისგან დამზადებული წამალი და შვება ვიგრძენი. ხომ იცით, როგორც კი შვებას იგრძნობ, მერე ანებებ თავს, მოკლედ ბოლომდე არ მივიყვანე ჩემი დაუდევრობით. მინდა ისევ ვასაძესთან მისვლა, მაგრამ მანამდე მირჩიეთ, მან უფრო კარგად რომ დაინახოს, თუ რა მჭირს მე, რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი
- სამწუხაროდ ვერაფერს გირჩევთ, რადგანაც გადაწყვიტეთ, რომ ფიტოთერაპევტთან იმკურნალებთ, მას დროულად უნდა მიმართოთ.