რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რამდენად მართალია ხალხში გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ ტკბილ საკვებს ეტანები, სულე ერთია, ზომიერად თუ ზედმეტად, ე წ. პროთრომბინის ნორმა საკმაოდ მაღლა აიწევს. მართლა ტკბილი საკვების მიღებაზეა ეს დამოკიდებული?
და კიდევ, შეილება თუ არა კომშის ფოთლის ნახარშის ყოველდღიური მიღება ჩაის მაგივრად იმ მიზნით, რომ პროთრომბინი ნორმაში იყოს?
პასუხი
- ტკბილი საკვების მიღებასა და პროთრომბინის მატებას შორის არ არსებობს არანაირი კავშირი. არც კომშის ფითლებია მისი ნორმალიზაციის საშუალება. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ თუ პაციენტს არა აქვს ღრმა ვენების თრომბოზი, გულის მანკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, მაღალი პროთრომბინი არ არის რაიმე განგაშის საფუძველი, ის არ არის კიდურების ტკივილის და დაბუჟების მიზეზი.