რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 2 წლის და 7 თვის შვილი. კბილების ამოჭრიდან სულ ცოტა ხანში კბილები სულ გაუშავდა. პედიატრმა, ჩათვალა რა ამის მიზეზად ფტორის ნაკლებობა, გვირჩია პრეპარატი "ფლუორეტინი", რომლითაც მისივე დანიშნულებით 6 თვის განმავლობაში ვმკურნალობდით. შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე ამოსული და გაშავებული კბილები არ გათეთრდა, მაგრამ ის კბილები, რომლების წამლის მიღების პარალელურად ამოუვიდა, გაშავდა, ოღონდ უმნიშვნელოდ. (შემდეგში ჩემს სტომატოლოგს ვკითხე რჩევა და მითხრა, ამდენი ფლუორეტინი როგორ შეილება, შესაძლოა ბავშვის ორგანიზმი ზედმეტი ფტორით გაჯერდესო - ამანაც ბუნებრივია შემაფიქრიანა). როგორ მოვიქცე, რა ზომებს მივმართო იმისთვის, რომ როცა ბავშვი კბილებს დაიცვლის, იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. გთხოვთ, დეტალურად გამარკვიოთ ამ პრობლემის წარმოშობის მეზეზების, ასევე მისი აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით.
პასუხი
- შესაძლოა, მუდმივ კბილების ამოსვლისას პრობლემა აღარ აღმოცენდეს, მაგრამ მაინც გირჩევთ საკონსულტაციოდ მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს.