რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დედაჩემს, რომელიც არის 65 წლის, რაიონში რენტგენის შედეგად დაუსვეს დიაგნოზი მარცხენამხრივი კოქსართროზი პირველი სტადია და წელის მალების ოსტეოქონდროზი მეორე და მესამე სტადია. დაუნიშნეს მოვალისი, ფასტუმ-გელი, კლოდიფენი და დონა. ჩაიტარა მკურნალობა, მაგრამ მარცხენა ფეხი და წელი ისევ სტკივა. გთხოვთ გვირჩიოთ, კიდევ რა პრეპარატი შეიძლება მიიღოს ან რომელ ექიმს მივმართოთ?
პასუხი
- სამწუხაროდ, კოქსართროზი და ოსტეოქონდროზი ქრონიკული დაავადებებია. მკურნალობის შედეგად ტკივილი მცირდება, მაგრამ პერიოდულად მაინც აღმოცენდება, მუდმივი და შემაწუხებელია, ძლიერდება გადაღლისას. სამწუხაროდ, არავითარი მკურნალობა არ არის სრული გაკურნების გარანტია. შეგიძლიათ საკონსულტაციოდ მიმართოთ რევმატოლოგს.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი