რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაინტერესებს, ტუბერკულოზი რამდენად გადამდები დაავადებაა, რა პირველადი ნიშნები ახასიათებს, შეიძლება თუ არა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს? რას ნიშნავს ტერმინი, ფარული ჭლექი და რა ხალხური და ფარმაცევტული საშუალებებით ხდება ტუბერკულოზის მკურნალობა? წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი
- ტუბერკულოზი არის გადამდები დაავადება, ის ჰაეროვან-წვეთოვანი გზით გადაეცამა, თუმცა საბედნიეროდ ყველა ადამიანი, რომლის ორგანიზმშიც მისი გამომწვევი აგენტი – ტუბერკულოზის მიკობაქტერია ხვდება, ტუბერკულოზით არ ავადდება. უხშირესად ტუბერკულოზი ვლინდება სისუსტით, ხველით, ოფლიანობით, ტემპერატურის მომატებით 37-37,5 – მდე, ლიმფური კვანძების გადიდებით. შესაძლოა სიმპტომები უმნიშვნელო იყოს და დროულად არ შეფასდეს, როგორც ტუბერკულოზის გამოვლინება. ტერმინი ფარული ჭლექი მედიკოსებისათვის არაფერს არ ნიშნავს, როგრც ჩანს, ეს პაციენტთა მიერ შექმნილი ტერმინია. ტუბერკულოზის მკურნალობა ტარდება არა ხალხური საშუალებებით, არამედ ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით. მათი დანიშვნა ხდება ფთიზიატრთა – ტუბერკულოზის სპეციალსტთა მიერ. დეტალური ინფორმაციისათვის წაკითხეთ დევი დევიძის სტატია “ტუბერკულოზი - მკურნალობა და პროფილაქტიკა”