რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს დედა, 55 წლის. 4 წლის წინ ორივე მაჯაზე სხივის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა. ცდილობს ამ პრობლემით ოჯახი არ შეაწუხოს, მაგრამ ვხვდები და ვამჩნევ, რომ ტკივილები აქვს. განსაკუთრების წვიმიან ამინდებში. ექიმთან არ მომყვება და გთხოვთ მირჩიოთ, თუ არსებობს სახლის პირობებში მკურნალობის რამე ფორმა? ჩემი ცოდნით შერჩეულ მალამოს ვამჯობინებ თქვენს რჩევას. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
- როგორც ჩანს, თქვენს დედას აქვს მომატებული მგრძნობელობა ამინდის ცვალებადობის მიმართ. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს წარსულში არსებულ მოტეხილობასთანაც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალება. მათ შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები. წინასწარ გაეცანით პრეპარატის ანოტაციასაც.