რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- უღრმეს მადლობას გიხდით იმ გულისხმიერების და დახმარებისთვის, რასაც თქვენ იჩენთ თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამ ზამთარს მქონდა ფილტვების და თირკმელების ანთება. დიდი მკურნალობის შემდეგ, რომელიც სეფსისის ცენტრში დავასრულე ძალიან გამოცდილ ექიმთან, ჩემმა ანალიზებმა სასურველ შედეგს მიაღწია. მის შემდეგ ერთი თვეა, კარგად ვარ, მაგრამ უკან ზურგში თირკმელების ადგილას ძალიან მტკივა და მაწუხებს. თითქოს ხანდახან სუნთქვაც მიკავდება. თქვენი აზრით, რატომ უნდა მაწუხებდეს და იქნებ რაიმე ხალხურიც მირჩიოთ თირკმელების სამკურნალოდ და გასაწმენდად? გამოწერილი მქონდა ფიტოლიზინი, რომელიც ორი ტუპიკი დავამთავრე (2 თვე უნდა მიმეღო, მაგრამ 1 თვე მივიღე, რაღაც ძალიან შებერილობას მიწვევდა). ვარ 40 წლის ქალი.
პასუხი
- რადგანაც იმდენად სერიოზული იყო თქვენი მდგომარეობა, რომ მკურნალობა სეფსისის ცენტრში ჩაგიტარდათ, ჯობს ერთხელ კიდევ ეწვიოთ ექიმს საკონსულტაციოდ, რათა ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი ან საჭირო კვლევა. თუმცა ჩივილების ხასიათის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, ამჟამად ტკივილი ხერხემალთან იყოს დაკავშირებული. დამატებით რაიმე მცენარეული საშუალება ამ ეტაპზე არ უნდა იყოს მიზანშეწონილი, რადგანაც ჩატარებულია საკმაოდ სერიოზული მკურნალობა.