რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ბოლო 2 თვის მანძილზე დილაობით მაქვს სურდო და ხშირი ცემინება გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში, ხან ერთი ნესტოდან მიჭირს სუნთქვა, ხან მეორიდან. შუადღისკენ სურდო გამივლის ხოლმე, მაგრამ ცემინება მაინც მაქვს მტვერზე. არადა, ისეთი საქმე მაქვს, რომ მტვერს თავს ვერ ავარიდებ. ეს ყველაფერი ამ წელს დამემართა, მანამდე არაფერზე მქონია ალერგია, წლის დასაწყისში ჰაიმორიტზეც ვიმკურნალე და რამე კავშირში ხომ არა არის? იქნებ მირჩიოთ რაიმე პრეპარატი, ცემინება რომ მომეხსნას, დღის განმავლობაში 100-ჯერ მაინც ვაცემინებ.
პასუხი
- როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ ალერგიული რინიტი (ალერგიული სურდო). ამჟამად არის მრავალი მცენარის ყვავილობის პერიოდი და შესაბამისად, ალერგიული დაავადებების გამწვავების დრო. ალერგია შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში გამოვლინდეს. ექიმთან ვიზიტის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ ალერგიის საწინააღმდეგო ნებისმიერი პრეპარატი, რომელთა შერჩევაშიც ფარმაცევტები დაგეხმარებიან. თუ შედეგი ვერ მიიღეთ, მიმართეთ ალერგოლოგს.
გამარჯობა.ვარ 24 წლის.მესამე დღეა მარჯვენა ხელი სისტემატიურად მაქვს დაბუჟებული,განსაკუთრებით ძლიერად ღამით.ნეკა თითი არ მიბუჟდება ხოლმე.სხვადასხვა პერიოდში მთელი მკლავის სიგრძეზე გვრძნობ ძარღვების ტკივილს..შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში და მედიკამენტოზური ჩარევით მოგვარდეს ეს პრობლემა?რამდენად მოსალოდნელი შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევის საჭიროება და რა წამლები შეიძლება იქნას მიღებული ამ ეტაპზე...წინასწარ დიდი მადლობა