რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- კატარაქტის ოპერაციის დროს ბროლს, რომელსაც სვამენ თვალში, აქვს თუ არა პლიუსის ან მინუსის ზომა, როგორც კონტაქტურ ლინზებს და ოპერაციამდე მისი შერჩევა თუ ხდება ამ კრიტერიუმით? პაციენტს ოპერაციამდე დაუდგინეს თვალზე -9, ოპერაციის შემდეგ კი სჭირდება +3, ხომ არ არის ეს ბროლის ზომის არასწორად შერჩევის ბრალი?
პასუხი
პასუხობს ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი ნანა კვაჭაძე:
- არსებობს სპეციალური ლინზა (ეგრეთ წოდებული “ტორიული”), რომლის ჩასმის შემდეგაც პაციენტი კარგად ხედავს უსათვალოდ როგორც შორს, ასევე ახლოს. სამწუხაროდ, ასეთი ლინზა ძვირადღირებულია. ამ ფაქტორის გამო გამოიყენება ლინზა, რომელთა ნაწილი გამიზნულია უსათვალოდ შორს მზერისათვის, ნაწილი კი ახლო მანძილზე კითხვისათვის. ის საკითხი, თუ რა მანძილზე სურს პაციენტს უსათვალოდ ხედვა, წყდება ოპერაციამდე. როგორც ჩანს, თქვენს შემთხვევაშიც შეირჩა ლინზა, რომლის დროსაც დამატებით საჭიროა სათვალეები.