რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან გთხოვთ, რამე რჩევა მომეცით, როგორ შეიძლება ფეხზე არასასიამოვნო სუნის მოშორება? ვარ გოგონა და ეს პრობლემა დიდ დისკომფორტს მიქმნის, განსაკუთრებით, ახლა, ზაფხულში, როცა ცხელა.
პასუხი
- გააძლიერეთ ჰიგიენა, ატარეთ ნატურალური ტყავის ან ნაჭრს ფახსაცმელები. ზაფხულში ჩაიცვით ე.წ. სანდლებიან ე.წ. ბასანოშკები. იხმარეთ ფეხსახმელებისა და ფეხების დეზადორი. ახლა გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე საშუალებას: - ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად. - ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ. - ძლიერი ოფლიანობის დროს სასარგებლოა ასეთი აბაზანები: 1 ლ წყლში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი. ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. გაიკეთეთ თბილი აბაზანები ყოველ საღამოს. - ჩაყარეთ 1/5 ჩ.კ. ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და გადაივლეთ ტერფებზე. - ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე. - ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.