ძალაინ რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

09-06-2010

- ძალაინ რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა, გამაუპატიურეს. ახლა 20 წლის ვარ და ერთი წლის წინ ჩემზე 10 წლით უფროსი შემიყვარდა, ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ და ის ბავშვობიდან მიცნობს, თუმცა ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან არავისთივს მომიყოლია. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, ჩვენს მომავალზე აღარ ლაპარაკობს, მაგრამ არც თავს მანებებს, უფრო სწორედ, ვერ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ამის გამო ძალიან ცუდად ვარ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

პასუხი
- ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვთ გადატანილი, თანაც ასე პატარა ასაკში, და თან სულ მარტოს. თქვენ მხოლოდ პატივსცემას იმსახურებთ, რადგან დამოუკიდებლად გაუმკლავდით ამხელა დარდს. თქვენ კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ დამნაშავე არაფერში ხართ, პირიქით - თქვენ მსხვერპლი იყავით და იმის გამო, რომ ვიღაც "პირუტყვი"არაადამიანურად მოგექცათ, თქვენი დადანაშაულების უფლება არავის აქვს. ძალიან კარგად მოიქეცით, რომ საყვარელ ადამიანს არ დაუმალეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ამ საშინელი ფაქტის შესახებ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი შეყვარეული შეიცვალა თქვენს მიმართ, მაშინ კარგი იქნება, თუ თავს ხელში აიყვანთ და კიდევ ერთხელ დაელაპარაკებით მას ამ თემაზე, კერძოდ, უნდა უთხრათ, რომ ერთხელ უკვე მოგიწიათ სულ მარტოს ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა, და მეტ ტყუილს, ღალატსა და ძალადობას ვერ გაუძლებთ. სთხოვეთ თქვენს შეყვარებულს, რომ კარგად დაფიქრდეს და თუ თქვენი ნდობა და სიყვარული ჭეშმარიდტად აქვს და თუ კვლევ აპირებს თქვენთან უწინდებური ურთიერთობის გაგრძელებას, მაშინ ეს ამბავი უნდა დაივიწყოს და ეს თემა აღარასდროს ამოატივტივოს. ხოლო თუ არ შეუძლია ადრინდებული ურთიერთობის გაგრძელება, მაშინ დროებით დაშორება ჯობს, რათა კარგად გაერკვეთ გრძნობებში.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააწყობთ შეყვარებულთან იდიალურ ურთიერთობას, რომ თქვენ მალე ბედნიერ ოჯახს შექმნით. თქვენ ისეთი ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგით შეყვარებლისთვის სიმართლის თქმით, რომ ნამდვილად ბედნიერების ღირსი ხართ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად