რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- იქნებ რამე მირჩიოთ. ვარ 21 წლის ბიჭი. მოკლედ, ინტიმურ სცენას რომ ვუყურებ, მეც მინდება და ვიღგზნები. მაგრამ საკმარისია, ქალთან მივიდე, რომ რაღაც მემართება და ვცივდები ქალის მიმართ. შემდეგ ხელით თუ აღვიგზნები ხოლმე და აქტს ძლივძლიობით ვასრულებ ხოლმე და პარტნიორსაც ვტანჯავ და ვგრძნობ, რომ არაა სრულყოფილი აქტი. ადრე მოჭარბებული მქონდა სექსუალური ენერგია, ახლა ვგრძნობ, რომ აღარ მაქვს ენერგია იმდენი. რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი ხშირი ონანიზმით. ლამისაა გავგიჟდე, რა დროს ჩემი იმპოტენციაა? იქნებ მითხრათ, რა მჭირს ან ვის მივმართო კონკრეტულად?
პასუხი
- არ არის გამორიცხული, რომ თქვენს პრობლემას ჰქონდეს ფსიქოლოგიური ხასიათი. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სექსოლოგს, თუმცა მიზეზი შეიძლება ჰორმონების დისფუნქციაც ან სხვა რამ იყოს. მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე დევი დევიძის სტატია "ლიბიდო". და კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დროულად მიმართოთ სექსოლოგს. დღეს საქართველოში სექსოლოგია კარგადაა განვითარებული და შემთხვევათა უმრავლესობაში ერექციული დისფუნქცია მკურნალობას კარგად ემორჩილება.
გამრჯობა ჩემი მეგობარი გამომიტყდა რომ გეია როგორ დავეხმარო გამოსწორება უნდა კაცტან არასდროს არ ქონია ურთიერთობა ქალტანაც რამდენჯერმე წავიყვანე მაგრამ უშედეგოთ. მირჩიეთ რამე მადლობა
12 ნოემბერი 2014 20:11
წამყვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი, მაგრამ როგორც ხშირმა მასტურბაციამ, შეიძლება გამოიწვიოს პროსტატული ერექციული დისფუნქცია, ასევე ხშირმა, არარეგულარულმა სქესობრივმა აქტმა. დღეს ყველაფერი იკურნება. ფსიქოლოგიურად დამრთგუნველი ფაქტორი უნდა იქნას მოშორებული. იმედია, ორგანული არაფერი გაწუხებს. მიაკითხე ან სექსოლოგს ან უროლოგს. კონფიდენციალობა დაცულია.