რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემი ბიჭი 13 წლისაა. ვთვლი, რომ ნერვიული ბავშვია. ადვილად ღიზიანდება, არ უყვარს, როცა საყვედურობენ, ხშირად ჩხუბით ცდილობს დაიცვას საკუთარი აზრი. ძილით კი სძინავს ღრმად, მაგრამ ხანდახან საუბრობს ძილში. საჭიროა თუ არა ნევროპათოლოგის კონსულტაცია და მიზანშეწონილი იქნება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა ამ ასაკში?
პასუხი
- თქვენი შვილი გარდატეხის ასაკშია, ამ ასაკში მოზარდებს განსაკუთრებულად ფაქიზი ბუნება უხდებათ და მეტად ტაქტიკურ და სათუთ მოპყრობას საჭიროებენ. გარდატეხის ასაკში მოზარდის ორგანიზმში ხდება "ჰორმონების რევოლუცია", რაც პირდაპირ აისახება მის ხასიათზე. ამ დროს იცვლება მოზარდის მსოფლმხედველობა, რასაც მოჰყვება გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის მოულოდნელი ცვლილებები, გარემოს განსხვავებულად აღქმა. მაგრამ ეს ყოველივე გარდამავალი მოვლენაა და გარდატეხის პერიოდის დასრულებისთანავე გაივლის. ამ საკში უნდა ერიდოთ მოზარდთან ხმამაღალ საუბარს, უნდა ეცადოთ, შვილისთვის იყოთ არა მარტო მშობელი, არამედ მეგობარიც. რათა მას შეეძლოს თქვენთვის თავის სატკივარზე უპრობლემოდ საუბარი. უმჯობესია თუ ამ მისიას თავზე მამა აიღებს, ბიჭს უფრო გაუადვილდება მამაკაცთან თავის პრობლემებზე საუბარი. ძალიან კარგი იქნება, თუ შვილს ფსიქოლოგთან მიიყვანთ, იგი მოზარდს გარდატეხის ასაკის ადვილად გადალახვაში დაეხმარება. თუ მართლმადიდებელი ბრძანდებით, გირჩევთ, დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, შესთავაზოთ თქვენს შვილსაც ტაძარში წირვა-ლოცვებზე სიარული და მოძღვრის აყვანა. ეს მოზარდს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარება.