რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 19 წლის. 5 თვეა მაქვს შიშები. თითქოს მალე მოვკვდები - ვუყურებ ჩემს შვილს და გული საშინლად მტკივა, ან წარმოვიდგენ, მე რომ მოვკვდე, რა ეშველება, ან მას რომ რამე დაემართოს, მე რა მეშველება. ძალიან ცუდად ვარ, ყოველ წუთას ვფიქრობ საშინელ სიკვდილზე და მიწის მეშინია. არ ვიცი რა ვქნა, ვინმეს რომ ვუთხრა, ყველა დამცინებს. გთხოვთ, რამეთი დამამშვიდოთ, არ ვიცი როგორ მოვიქცე. მირჩიეთ რამე... მადლობა წინასწარ.
პასუხი
- ძალიან კარგი იქნებოდა, მიგეთითებინათ, ხომ არ ხართ ახალი ნამშობიარები, რადგან ასეთ დროს არც თუ იშვიათია დეპრესიული მდგომარეობა (ამას მშობიარობის შემდგომ დეპრესიას უწოდებენ და თუ ასეა, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ნანა ხუცაიძის სტატია `მშობიარობს შემდგომი დეპრესია”). თუმცა ნებისმიერ შემხთვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს. თუ სხვებისთვის თქვენი ფიქრების და გრძნობების გამხელა არ გსურთ, მაშინ მიზეზის დაზუსტების გარეშე უთხარით მეუღლეს, ან მშობლებს, რომ გჭირდებათ ნევროლოგთან ვიზიტი (მაგალითად, უძილობის ან ნევროზის გამო) და ექიმს მარტო ესაუბრეთ თქვენი პრობლემის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საჭიროებთ თუ არა მედიკამენტურ მკურნალობას (მაგალითად, ანტიდეპრესანტებით) თუ მხოლოდ ფსიქოტერაპევტის დახმარება იქნება საკმარისი. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, იგი დაგეხმარებათ ამ შიშების მოხსნაში.