რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- უკვე რამდენიმე წელია მაქვს ფსორიაზი, მხოლოდ თავის თმიან ნაწილზე. ორსულობის დროს მდგომარეობა ძალიან კარგი მქონდა, თავზე გამონაყარიც შემიმცირდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ მდგომარეობა დამიმძიმდა, იდაყვებზეც გამომაყარა და მკერდზეც. ამ ეტაპზე ბავშვს ვაჭმევ ძუძუს დამატებით საკვებთან ერთად, ის 11 თვისაა. მენსტრუაციური ციკლი 10 თვეა არა მაქვს, რას მეტყვით? რამ გამოიწვია ჩემი მდგომარეობის დამძიმება? ნუთუ ძუძუთი კვებამ?
პასუხი
- ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა და ახასიათებს რემისიებისა და გამწვავებების მონაცვლეობა, რის გათვალისწინებითაც პერიოდულად გამონაყრის ელემენტების გაქრობა და შემდგომში კვლავ გაჩენა ბუნებრივია. არის მოსაზრება, რომ ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული ძვრები დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე და ეს ფსორიაზის მიმდინარეობასაც ეხება, ალბათ ამით იყო გამოწვეული ის, რომ ორსულობისას გამონაყარი შეგიმცირდათ. მკურნალობის მიზნით აუცილაბლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, მკურნალობის დანიშვნის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ თქვენ ბავშვი ძუძუზე გყავთ.