ვარ 23 წლის, რაღაც მინდა გკითხოთ, ცოტა უცნაური კი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-06-2010

- ვარ 23 წლის, რაღაც მინდა გკითხოთ, ცოტა უცნაური კითხვაა, მაგრამ მაინც. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ, ყოველთვის შემიძლია ის რაღაც ცუდი დავივიწყო და ისე გავაგრძელო ადამიანთან ურთიერთობა, თითქოს არაფერი მომხდარა. მეორე კი ისაა, რომ არ მიყვარს სხვების საქმეებში ჩარევა, მაგრამ თუ რამეა, სიამოვნებით ვეხმარები. ჩემთვის უთქვამთ, ეტყობა სულელი ხარ, რომ აპატიეო, ან ამ ყვალაფრის მერე რომ დაეხმარეო. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ეს რამე დაავადებასთან ხომ არაა კავშირში? და მეორე ჩემს საქციელში რამე არამართლმადიდებლური ხომ არაა? იქნებ უფრო მეტად უნდა დავინტერესდე სხვების პირადი ცხოვრებით? (მართლა ძალიან დავიბენი - მე თვითონ არ მაწუხებს, იმ პიროვნებებმა რა დააშავეს ჩემთან და სხვებს ასე რატომ აწუხებთ, ვერ გამიგია. უბრალოდ ზოგჯერ ადამიანების რეაქცია მაშფოთებს (და ამიტომ დაგისვით ეს შეკითხვა. იქნებ მე ვერ ვხედავ რამეს? ან მართლა არ უნდა ვაპატიო ყველას ყველაფერი? შეიძლება ეს დაბნეული მოზარდის შეკითხვას გავს მაგრამ, თქვენი აზრი მაინტერესებს.

პასუხი
- თქვენს ქცევაში უცნაური ნამდვილად არაფერია. პირიქით, ეს თქვენს დიდსულოვნებაზე მეტყველებს. მიმტევებლობას გვასწავლის მართლმადიდებლური სარწმუნოება. ადამიანს, რომელსაც პატიება შეუძლია, თავისუფალია ღვარძლისა და ბოღმისგან და ეს რგებს მის სულსაც და ხორცსაც. ალბათ იკითხავთ, ხორცი რა შუაშიაო. ჩვენ ამაზე ასე გიპასუხებთ: როდესაც ადამიანს რამეს არ პატიობ ე.ი. მასზე გაბრაზებული ხარ, და აქედან გამომდინარე მასზე საუბარი, ფიქრი, მასთან შეხვედრა იწვევს სტრესს, რაც ჯანმრთელობაზე დამანგრეველად მოქმედებს. ნერვული სტრესი ხომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კუჭის წყლულის, არტერიული ჰიპერტენზიის და სხვა მრავალი პათლოგიის ერთ-ერთ მთავარ გამშვებ მექანიზმს წარმადგენს.
სხვის საქმეებში ზედმეტად ჩარევა რომ არ გიყვართ, არც ეს არის ცუდი თვისება, მაგრამ ადამიანს გაჭირვებაში უნდა დაეხმაროთ, რასაც, როგორც ჩანს, აკეთებთ კიდეც.
ასე, რომ დარჩით ისეთი, როგორიც ხართ - მიმტევებელი და შემწყნარებელი, და ყურს ნუ დაუგდებთ ვითომდა კეთილის მსურველებს. თქვენ ბუნებით ხართ ასეთი და რომ მოინდომოთ კიდეც შეცვლა, ამას ვერ მოახერხებთ და თუ მაინც მოახერხეთ, ეს თქვენს შინაგან მესთან კონფლიქტს გამოიწვევს, რაც შეიძლება ნევროზისა და დეპრესიის საფუძველი გახდეს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად