რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 22 წლის, ხელის გულები თითქმის სულ ოფლიანი მაქვს, მაგალითად, როცა ვნერვიულობ, ან როცა რამე მტკივა. ზოგჯერ უმიზეზოდაც შეიძლება გამიოფლიანდეს ხელის გულები. რამეს ხომ ვერ მირჩევდით ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი
- ხელისგულების ოფლიანობა ჭარბოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. იგი ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის ნიშანია. შესაძლოა ეფექტური იყოს ვარჯიში, წყლის პროცედურები, ზოგჯერ დამამშვიდებელი საშუალებები. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იონტოფორეზი (ელექტროდენის დახმარებით, რომელსაც წყლიან გარემოში ავრცელებენ და სადაც ათავსებინებენ პაციენტის ხელებს, ხდება ოფლის ჯირკვლების იძულება, რომ ცოტა დაისვენონ. ამგვარი მკურნალობა ძალიან ეფექტურია (50%). ეფექტი გრძელდება 5-6 კვირას, შემდეგ თანდათან კლებულობს) და ბოტოქსის ინექციები (ბოტოქსი წარმოადგენს მრავალჯერადად განზავებულ ბოტულოტოქსინს (ძლიერი შხამი). მისი ინექციების მეშვეობით შეიძლება განვითარდეს საოფლე ჯირკვლების ,,დამბლა", მაგრამ ეს პრეპარატი ხანმოკლე მოქმედებისაა და რამოდენიმე თვეში განმეორებით ინექციას საჭიროებს.) უნდა გითხრათ, რომ ხელისგულების ჰიპერჰიდროზის ქირურგიული მკურნალობაც არსებობს (ენდოსკოპიური თორაკოსკოპიული სიმპატოექტომიით) და იგი თითქმის 100%-იანი განკურნების საშუალებას იძლევა. რასაკვირველია, პირდაპირ ქირურგიული მეთოდით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება და არც არის საჭირო. მას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. კონსერვატიული მკურნალობა კი საკმაოდ ხშირად იძლევა დადებით შედეგს. კარგი შედეგი შეიძლება მოგცეთ ხელებზე კონტრასტული აბაზანების გაკეთებამ (ცხელისა და ცივი აბაზანების მონაცვლეობა), გარდა ამისა, ყოველდღე გაიკეთეთ ხელისგულებზე მუხის ქერქის აბაზანები: 2 ს. კ. დანაწევრებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს. კოვზი გულყვითელა და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გაფილტრეთ. დილა-საღამოს ხელისგულებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ. კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც.