რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 21 წლის გოგო. ხანდახან გლანდებიდან მაქვს პატარა ზომის ჩირქის ნამცეცები. მზესუმზირას ჭამის შემდეგ მიღიზიანდება და პირში ხშირად მაქვს უსიამოვნო სუნი. იმ შემთხვევაში თუ გლანდები ჩირქიანია, შესაძლებელია ეს უშვილობის მიზეზად ჩაითვალოს? რამდენადაა საჭირო ოპერაცია?
პასუხი
- ჩირქიანი ნუშურა ჯირკვლები უშვილობის უშუალო მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ იგი იწვევს ორგანიზმის ზოგად ინტოქსიკაციას და მოქმედებს ზოგადად ჯანმრთელობაზე (გასაკუთრებით – სახსრები, გული), ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ ოტოლარინგოლოგს და იმ შემთხვევაში თუ არ დაემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას, მაშინ საჭირო გახდება ოპერაციული ჩარევა. რაც შეეხება უშვილობას, თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, მაშინ თქვენ გირჩევთ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტს, მეუღლეს კი – ანდროლოგთან.