რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- თქვენი აზრი კბილების გახეხვასთან დაკავშირებით... აუცილებელია თუ არა დღეში ორჯერ კბილების გახეხვა? დილით ჭამის შემდეგაა რეკომენდირებული გახეხვა თუ ჭამამდე? იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ იხეხევას კბილებს ყოველდღიურად, რა შეიძლება მოყვეს ამას?
პასუხი
- კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გაიხეხოთ: ნასაუზმევს და საღამოს, ძილის წინ. იდეალურ შემთხვევაში კბილების გახეხვა სასურველია ყოველი ჭამის შემდეგ. ხეხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვედა საჭრელი კბილების შიდა ზედაპირს და ზედა გვირგვინოვანი კბილების გარე ზედაპირს, განსაკუთრებით - ღრძილთან ახლოს. ასევე დიდი ყურადღებით უნდა გაიხეხოთ ეშვები. ცაციებმა კბილების ხეხვა უნდა დაიწყონ ზედა ყბის მარცხენა ნაწილიდან, მემარჯვენეებმა - მარჯვენიდან. ცალკე უნდა გაიხეხოთ გარე, ცალკე - შიდა და ცალკე - საღეჭი ზედაპირები. კბილების ხეხვა 3 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით და გაშრეს. მისი გამოცვლა საჭიროა ყოველ 3-6 თვეში ერთხელ. აუცილებელია კბილებს შორის არსებული არის მოვლაც. მათი გაწმენდა საჭიროა საღამოს, კბილების გახეხვის წინ. თუ კბილებს შორის არე ფართოა, შეიძლება სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, ხოლო თუ კბილები მჭიდროდ არის მიჯრილი ერთმანეთთან, სპეციალური ძაფი გამოიყენეთ. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ამოსაღებად შეიძლება სპეციალური ჩხირების გამოყენებაც. თუ ყოველი კვების შემდეგ ვერ ახერხებთ კბილების გახეხვას, შეგიძლიათ, ღეჭოთ რეზინი, რომლის შემადგენლობაში შედის ქსილიტები - ეს ნივთიერებები კბილებს კარიესისგან იცავს. თუმცა, რასაკვირველია, საღეჭი რეზინი ჯაგრისს ვერ შეცვლის. თუ კბილებს ყოველდღე არ გაიხეხავთ, გაგიჩნდებთ ქვები, რაც კარიესის საწინდარია.