28 წლის ვარ. მაქვს ფობია - სულ დამყვება ცუდად გახ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

07-06-2010

- 28 წლის ვარ. მაქვს ფობია - სულ დამყვება ცუდად გახდომის შიში და აკვიატებული აზრები. ასევე თავბრუს ხვევები და ხან რა და ხან რა. დიაგნოზი დამისვეს - ფობია ვეგეტატური დისფუნქცია, ვცდილობ მედიკამენტების გარეშე ვებრძოლო თავს, მაგრამ ძალიან მიჭირს, არც წამლებმა არ მიშველეს. მაინტერესებს, ეს ავადმყოფობა თავისით გაივლის? როდესაც დილით ვვარჯიშობ და საღამოს ლუდს დავლევ 1,5 ლიტრს, მაგ დღეს კარგად ვგრძნობ თავს. და კიდევ, როდესაც ამინდი იცვლება, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ღრუბლიან ამინდს ვგულისხმობ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე, ჩემთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია, ფსიქოტროპულმა წამლებმა ტვინი სულ გამითიშეს.

პასუხი
- პირველ რიგში გირჩევთ ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. წამლები აუცილებლად უნდა დალიოთ, ექიმის მიერ შერჩეული და სწორად დოზირებული ფსიქოტროპული პრაპარატები იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. თუ თქვენმა ექიმმა ეს საშუალებები დაგინიშნათ, ე.ი. მათი მიღება აუცილებელია. რაც შეეხება ალკოჰოლს, შეიძლება ალკოჰოლმა იმ წუთში შვება მოგცეთ, მაგრამ შემდგომ გაცილებით დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.
ასე, რომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად