მოძრაობისას თითქმის ყველა სახსარი გამოსცემს ტკაცუ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

07-06-2010

- მოძრაობისას თითქმის ყველა სახსარი გამოსცემს ტკაცუნის მსგავს ხმას, განსაკუთრებით ფეხის ცერა თითი. რა არის მიზეზი და რითი შეიძლება მკურნალობა? ვარ 30 წლის. ასევე მაინტერესებს, რა არის, მიზეზი, როცა მამაკაცის შარდი იყენებს ქაფს?

პასუხი
- თუ სახსრებში ტკაცუნს არ ახლავს შეშუპება, ტკივილი ან ტემპერატურის მატება, მაშინ შემთხვევათა უმრავლესობაში, სანერვიულო არაფერია. ტკაცუნი მოძრაობის დასაწყისში შეიძლება ნორმაშიც განვითარდეს. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამის მიზეზია სახსრის გაჭიმვის დროს წარმოშობილი აირის ბუშტუკები. ეს ბუშტუკები სასახსრე ჩანთაში არსებულ სითხეში ჩნდება და სკდება. გაჭიმვისას სასახსრე ჩანთის მოცულობა იზრდება, მასში წნევა ეცემა, რაც იწვევს სახსრის "საცხის თუხთუხს". გაჩენილი აირის ბუშტუკები ეჯახებიან ერთმანეთს და სკდებიან. შესაძლებელია ისიც, რომ ტკაცუნის მიზეზი სასახსრე ზედაპირების ერთმანეთთან ხახუნი იყოს, რასაც ადგილი აქვს სასახსრე სითხის ნაკლებობისას, ამ უკანასკნელს კი იწვევს დიდი ფიზიკური დატვირთვა. ხშირად ასეთი ხმაური ქრება დატვირთვასთან ადაპტაციის პარალელურად.
მაგრამ სახსრების ტკაცუნი შეიძლება ართროზის პირველი ნიშანი იყოს. შეიძლება სახსრების ტკივილი ადამიანს დიდხანს არ აწუხებდეს, მაგრამ მიუხედსავად ამისა, სახსრის დაზიანება პროგრესირებს. სახსრების ტკაცუნის მიზეზი ოსტეოართროზიც შეიძლება იყოს, რომლის დროსაც ზიანდება ხერხემლის და კიდურების სახსრები.
ახლა რაც შეეხება ქაფიან შარდს - ჯანმრთელი ადამიანის შარდი არ უნდა იყოს ქაფიანი. ქაფის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს შარდში ცილების ან ნაღვლის პიგმენტების მომატება. მაგრამ თქვენი მონათხრობის მიხედვით საშიში არაფერი უნდა იყოს, რადგან ანალოგიური შემთხვევები ხშირია მამაკაცებში. ქაფის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სპერმის მოხვედრა საშარდე გზებში. ამას ადგილი აქვს ხოლმე სექსის, პოლუციის (სპერმის უნებლიე დაღვრა) და სათესლე სითხის სიჭარბის დროს.
თუ შარდში ქაფის არსებობამ მიიღო მუდმივი ხასიათი, მაშინ უნდა მიმართოთ უროლოგს და გაიკეთოთ შარდის ანალიზი ცილებისა და ნაღვლის პიგმენტების გამორიცხვის მიზნით, ასევე უნდა გაკეთდეს შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.

კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად