რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ქუთაისიდან გაწუხებთ. მოვიდა ზაფხული და ჩემმა პრობლემამაც იჩინა თავი... ვარ 18 წლის ბიჭი. სიცხეში სიარულის დროს იღლიებიდან გამოიყოფა ოფლი, რომელიც მაისურს ასველებს და მიქმნის დიდ დისკომფორტს. მართალია სუნი არ აქვს, მაგრამ ჩემთვის არასასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ იჩენს პრობლემა თავს, როცა უხერხულ სიტუაციაში ვვარდები. ნერვიულობის და დაძაბულობის, ან სირცხვილის დროს... ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი პრობლემის გადაჭრაში და მითხარით, თუ როგორ შეიძლება სისველის გაქრობა? მადლობთ...
პასუხი
- იღლიების ოფლიანობა ლოკალური ჰიპერჰიდროზის ანუ ჭარბი ოფლიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იღლიებში გადამეტებული ოფლიანობა იწვევს ემოციურ და ფსიქიკურ ტრავმას და ადაბლებს ცხოვრების ხარისხს. აქვე გეტყვით, რომ ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ემსახურება ორგანიზმის მიერ ჭარბი სითბოს გამოყოფას, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის დროს, გარემოს ტემპერატურის მატებისას და ა.შ. ჰიპერჰიდროზი ზოგჯერ შიშის, მღელვარების, სირცხვილის გრძნობის დროსაც იჩენს ხოლმე თავს. თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, თქვენს შემთხვევაში ფიზიოლოგიურ ჰიპერჰიდროზს უნდა ჰქონდეს ადგილი. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები. მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა); აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი); ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი.