რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ერთი წელი ხდება, რაც ვიმშობიარე და მენსტრუაცია ჯერ არ მომსვლია. ეს არის მეორე მშობიარობა, პირველ მშობიარობაზე ათი თვის მერე მომივიდა, ბავშვს ძუძუს ვაჭმევდი და მეორესაც ძუძუს ვაჭმევ. რამე დარვევა ხომ არ არის ან რა მიზეზია, რომ ამდენი ხანი ჯერ არ მომსვლია? ძალიან ვნერვიულობ.
პასუხი
- თუ ბავშვი იმყოფება მთლიანად ბუნებრივ კვებაზე ანუ იკვებება მხოლოდ დედის რძით, მენსტრუაცია ხშირად ლაქტაციის პერიოდის დასრულების (ერთი წლის შემდეგ) შემდეგ დგება. თუ დედა ბავშვს ძუძუსთან ერთად დამატებით საკვებსაც აძლევს, მაშინ მენსტრუაცია შეიძლება დადგეს ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდეც და დასრულების შემდეგაც. თუ ბავშვი თავიდანვე შერეულ კვებაზეა, ანუ იღებს დედის რძესაც და ხელოვნურ საკვებსაც, მაშინ დედას მენსტრუაცია აღუდგება მშობიარობიდან 3-4 თვეში. თუ ქალი ბავშვს ძუძუთი არ კვებავს, ანუ ბავშვი თავიდანვე ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ მენსტრუაცია ღდგება მშობიარობიდან 10-12 კვირაში.